Regional Reporters
<description>Regional Reporters</description>
<copyright>Regional Reporters</copyright>
წინასაარჩევნო სურათი სამეგრელოდან
<description>მმართველმა პარტიამ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატთა წარდგენა ზუგდიდიდან დაიწყო. </description>
დიალოგით დაწყებული მშვიდობის მშენებლობა
<description>,,დიალოგი ჩართულობის გზით” - ამ სახელწოდბას ატარებს პროექტი, რომლის ფარგლებშიც კიშინიოვში ერთი კვირის განმავლობაში ქართველი და ოსი ასალგაზდრდები ქართლ-ოსურ კონფლიქტზე, საერთო პრობლემებზე და შთაბეჭდილებებზე დიალოგის ფორმატში საუბრობდნენ. </description>
გენოციდის აღიარების მოლოდინში
<description>სომეხ სტუდენტთა ასოციაციამ, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით მიმართა. თუმცა ამის შესახებ ეთნიკური სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში, თითქმის, არაფერი იციან. </description>
გორი  - ტროლეიბუსებს, მოსახლეობა კი იაფად მგზავრობას ემშვიდობება
<description>გორში მცხოვრები 72 წლის ეთერ ბერიკაშვილი ავტოსადგურთან არსებულ გაჩერებაზე ტროლეიბუსის გამოჩენას უშედეგოდ ელოდება. მან ჯერ არ იცის, რომ ქალაქში გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალება უკვე აკრძალეს. </description>
რაუფ კორუას უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა
<description>სახალხო კრებამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რაუფ კორუას უფლებამოსილების კიდევ  ხუთი წლით გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.</description>
საზღვაო პორტებს  პოლიტიკურმა ტალღამ გადაუარა
<description>სახელმწიფო  კომპანია ”აფხაზეთის საზღვაო  ნაოსნობის” ხელმძღვანელს ზაურ არძინბას ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო თანამდებობიდან გადაყენებას უპირებენ.  </description>
დარაბებს  შორის დავიდარაბა
<description>ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ერთდროულად ეკლესიისა და იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის მშენებლობას, ხმაური და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოყვა.  </description>
რეპორტაჟი 29-ე ტერიტორიული  ერთეულიდან
<description>რეგიონულ  რეპორტიორთა  ქსელის ჟურნალისტი გურულ მუსლიმ მესხებს სტუმრობდა. </description>
უსტატუსო დევნილები
<description>გორის რაიონის ორი  სოფლის მოსახლეობას  ვერ გაურკევვია - დევნილია, თუ საკუთარ  სოფლებში უნდა დაბრუნდნენ.</description>
მთასა და ზღვას შორის
<description>ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, ზღვისპირა ზოლის განაშენიანებისა და მესტიაში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროცესი ერთდროულად დაიწყო. ადგილობრივებს, მოულოდნელად დაწყებულმა გრანდიოზულმა მშენებლობებმა, ახალ პერსპეტქივებთან ერთად, ახალი თავსატეხებიც გაუჩინა. </description>