სტატიები
ძმობა ქიმუცაძური

თეა ზიბზიბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ქუთაისთან დაძმობილებული 17 ქალაქიდან 4 სწორედ უკრაინის ქალაქია: ჟიტომირი, ზაპოროჟიე, ხარკოვი და დონეცკი.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაძმობილებულ უკრაინასთნ ძმობისა და მეგობრობის ფიცი განაახლა.

ამჯერად ეს მისია ქუთაისის ახალმა მერმა გია თევდორაძემ შეასრულა. ურთიერთობის განახლების თაობაზე თევდორაძის ხელმოწერილი წერილები ყველა დაძმობილებულ ქალაქს უკვე დაეგზავნა. მათ შორის უკრაინის ქალაქ დონეცკს.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობებშიც ერთ-ერთი ბოლო, საკმაოდ საჩოთირო ისტორია, უშუალოდ დონეცკს უკავშირდება და მასში იმერეთის ადგილობირვი ხელისუფლებაც ფიგურირებს.

დონეცკის რაიონულმა პროკურატურამ 17 იანვრის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისას ქართველი დამკვირვებლების წინააღმდეგ ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლით საქართველოს მოქალქეებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საქმეების შესწავლის შემდეგ პროლკურატურა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არჩევნების დროს საქართველოს მოქალაქეების ქმედება არაკანონიერი იყო, მათი ნაწილი ყალბ დოკუმენტებს იყენებდა, მათ შორის ჟუნრალისტის მოწმობებს.

უკრაინის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ პროკურატურისთვის გადაგზავნილ მონაცემებში იმერეთის ვიცე-გუბერნატორის გიგა შუშანიას სახელიც ფიგურირეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 12 იანვარს დაინიშნა, მანამდე კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა იმერეთის რეგიონში.

უკრაინაში დამკვირვებლის მისიის შესასრულებად რამდენიმე ქართველი  მაღალჩინოსნის, მათ შორი იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, მიერ შევსებული დოკუმენტაცია `სტდუდია GNშ~-მა მოიპოვა. მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენებია ის ანკეტები, რომლებიც ქართველმა დამკვირვებლებმა შეავსეს.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორს მის მიერ შევსებული ანკეტაში, გრაფაში ,,სამუშაო ადგილი” - ,,უმეშევარი”  აქვს მითითებული. აღნიშნული დოკუმენტაცია 13 იანვრით თარიღდება. გიგა შუშანია კი კუდის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან ვიცე-გუბერნატორის პოსტზე ერთი დღით ადრე - 12 იანვარს არის დანიშნული. თავად შუშანია რაიმე სახის ანკეტის შევსებას და უკრაინაში დამკვირვებლად წასვლის მოთხოვნას უარყოფს.

,,დამკვირველბად წასვლა არც მიფიქრია, თორემ წავიდოდი. Aარანაირი ანკეტა არ შემივსია. M12 იანვარს დავინიშენე ვიცე-გუბერნატორად და მას შემდეგ  რეგიონის საქმეებით ვარ დაკავებული: გავხსენი ხიდი და სკოლა,” - ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაშიც ქართველი დამკვირვებლებისადმი დაძმობილებულ ქალაქ დონეცკში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოპყრობას ,,არაკორექტულს” უწოდებენ:

,,თუმცა თუკი ვინმე არაკორექტულად და არადიპლომატიურად მოექცა ქართველ დამკვირვებლებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქალაქ დონეცკის მოსახლეობის განწობა. Aამიტომ, გამორიცხულია იმაზე ფიქრი, რომ ჩევნ განვიხილოთ ქუთაისსა და დონეკცკს შორის თბილი და მოგობრული ურთიერთობის შეწყვეტა. Aამაზე არც გვიფიქრია,” - ამბობს ქუთაისის მერი გია თევდროაძე.

მიმდინარე წელს ქ. დონეცკთან ქუთაისმა ,,ძმობისა და მეგობრობის“ მე-11 წელი დაიწყო და ამით `ვარდების რევოლუციამდელი~ დაძმობილების მემკვიდრეობა გააგრძელა. მაშინ, როდესაც ამ ქალაქთან ურთიერთანამშრომლობა მივლინებებსა და დელეგაციების სტუმრობას არ გასცილებია.

,,1999 წლის შემდეგ, ქალაქის  სხვადასხვა მერის ინიციატივით, ხდებოდა დელეგაციების მიღება-გაშვება. დელეგაციების გაცვლას თან უნდა ახლდეს კონკრეტული პროექტები. დონეცკსა და ქუთაისს შორის რაიმე  კონკრეტული პროეტი რომ განხორცილებულიყო, ამის თაობაზე ჩემთვის ცნობილი არ არის,“ - ამბობს ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი პაატა დარახველიძე.

,,არც შეიძლებოდა მათ ვიზიტებს შედეგი მოჰყოლოდა, რადგან მიდიოდნენ ისეთ ღონისძიებებზე დასასწრებად, როგორიც არის სამეცნიერო კონფერენციები, სადღესასწაულო ღონისძიებები და ა.შ,“ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს ,,ლეიბორისტი“ წევრი სამსონ გუგავა.

სწორედ ასეთ სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებად გასულ წელს 4 დღით უკრაინაში ადგილობრვი ხელისუფლებიდან სამკაციანი დელეგაცია იმყოფებოდა, რომლებიც  ქალაქ ხარკოვში ქალაქის დაარსების 355 წლისთავისადმი დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე გაემგზავრნენ.

მივლინებებთან დაკავშირებით გამოცემულ ბრძენებაში მითითებულია, რომ სასტუმროსა და კვების ხარჯებს ანაზღაურებს მიმღები მხარე. სამაგიეროდ, ადგილობრვი ბიუჯეტიდან მათი მგზავრობის თანხა და დღიური ხარჯი დაიფარა. ჯამში სამი ადამიანისათვის 4 დღიან ვიზიტში დახარჯულმა თანხამ 3130,20 ლარი შეადგინა.

,,ეს მთავრობა საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავს გაცილებით მეტს, ვიდრე საზოგადოებისთვის,“ - ამბობს სამსონ გუგავა.

გასული წლის ზაფხულში, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას არც მაღაროელთა დღე გამორჩენია უკრაინაში. სწორედ აღნიშნულ ღონისძებაზე ქ. დონეცკში ქუთაისის მთავრობიდან ორკაციანი დელეგაცია 4 დღით იმყოფებოდა. მათ შორის ერთ-ერთი საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე იყო. მგზავრობისა და დღიური ხარჯებისთვის ერთ ადამინაზე 1412 ლარი იქნა გამოყოფილი ქუთაისის ადგილობრვი ბიუჯეტიდან. ჯამში კი დახარჯულმა თანხამ 2824 ლარი შეადგინა.

ქუთაისის  მერიის საგარეო ურთიერთობა განყოფილებაში განმარტავენ, რომ დონეცკთან  ურთიერთანამშრომლობა სიმბოლური ჟესტია და ის  მხოლოდ სოსო ქიმუცაძის - ქუთაისში დონეცკის წარმომადგენლის აქტიურობით შემოიფარგლება.

,,ეს ურთიერთობა დაყვანილია სოსო ქიმუცაძის აქტიურობის დონეზე. რომელიც დონეცკის ოლქმა თავის წარმომადგენლად დანიშნა ქუათაისში. მას შემდეგ ეტაპობრივად ხდება დელეგაციების გაცვლა, სხვა მეტი ამ ქალაქთან არანაირი პროექტები არ განხორციელებულა“, - ამბობს პაატა დარახველიძე. მისი თქმით, დაძმობილება ვალდებულებას არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით აუცილებლად წარმოიშვას ურთიერთობები.

,,არ ვიცი საზოგადოებაში რა მოლოდინია დაძმობილებულ ქალაქებთან დაკავშირებით, მაგრამ, ქალაქების დაძმობილება, ეს სიმბოლური ჟესტია,“ - ამბობს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.

როგორც ირკვევა, სიმბოლური ჟესტის  გამოსახატად ქუთაისის მთავრობამ მარტივი გზა აირჩია: მივლინებებისა და დელეგაციების გაცვლის გარდა, ქუჩების სახელწოდებებიც გაცვალეს: ქუთაისში დონეცკის ქუჩა გახსნეს. დაძმობილებილ ნიუპორტში კი ქუთაისის ქუჩა გაიხსნა გასულ წელს.

სიმბოლური ჟესტს ქუთაისის ადგილობრვი თვითმმართველობა მაისიდან განაახლებს. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, დაძმობილებულ ქალაქებთან დელეგაციების გაცვლა სწორედ მაისიდან იწყება და როგორც წესი, პირველი მოძმე ქალაქი რომელიც ქუთაისში ჩამოსვლას გეგმავს ახლაც უკრაინიდანაა.