სტატიები
მძიმე დიაგნოზი

ნინო ჩიბჩიური,  კარელეთი

ტრამაკიძეების ოჯახში 2 მცირეწლოვანი შეზღუდული უნდარების მქონე ბავშვი იზრდება. მათ მშობლიური სოფელი აგვისტოს ომის შემდეგ დატოვეს. 

დღეს ტრამაკიძეები კარალეთის ჩასახლებაში არსებულ ერთერთ კოტეჯში ცხოვრობენ. ბავშვების მდგომარეობა თანდათან რთულდება. დედა ფიქრობს, რომ იმ ყველაფერმა, რაც აგვისტოს ომის დროს ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს მათი მდგომარეობა საკმაოდ გაამწვავა. მშობელთა ვარაუდები, კარელეთში ჩასულმა ბერძენი ექიმების ჯგუფმაც დაადასრურეს.

ბერძენი ექიმების შვიდკაციანი ბრიგადა, რომელიც საქართველოში სპეციალურად დევნილთა გამოსაკვლევად ჩავიდა, კარალეთს ბოლო დღეებში ხშირად აკითხავს. ბრიგადას გორში სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კობა ტლაშაძე უწევს კოორდინირებას.

,,ბერძენი ექიმები ყველა საჭირო აპარატურითა და ინვენტარითა არიან აღჭურვილნი, ჩვენ მათ ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრში მივეცით ფართი და ვეხმარებით ომის დროს დაზარალებულ ოჯახებთან სტუმრობაში”, - აცხადებს კობა ტლაშაძე. გადასინჯვა უკვე ჩატარდა კარალეთისა და წეროვანის კოლექტიური დასახლებების დევნილთა ოჯახებში.

,,ჩვენ გვაქვს საკმაო გამოცდილება იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის მუშაობის. ეს კონტიგენტი მოიაზრება, როგორც მოსახლეობის ჯგუფი,

რომელშიც სპეციალური რისკის, მაღალი ნევროტიზაციის, შფოთვისა და დეპრესიის მაღალი მაჩვენებლების და დამძიმებული ფსიქოლოგიური სტატუსის გამო ხშირია ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებათა გამწვავებები” - აცხადებს ერთერთი ბერძენი ექიმი, რომელიც დევნილებთან სწორედ აღნიშნული კუთხით მიშაობს. იგი ამასთან ადასტურებს, რომ მათი ამგვარი ვარაუდი კარალეთისა და წეროვანის კვლევებმაც დაადასტურეს.

,,ჩვენს მიერ გამოკვლეულთა 97%-ში შფოთვისა და დეპრესიის მაღალი მაჩვენებელია. აღინიშნება მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის და ფილტვის დაავადებათა სიმრავლე და ბოლოს ყურადღებას საჭიროებს კრიტიკულად დაბალი ინფორმატიულობა შეღავათების შესახებ სამედიცინო სერვისებში”, – აცხადებენ ბერძენი ექიმები.

ბერძენ  ექიმთა ბრიგადა არა მხოლოდ დიაგნოზის დადგენაში ეხმარება ადგილნაცვალ პირებს, არამედ მათ უფასო მედიკამენტებითაც უზრუნველყოფს. უცხოელ ექიმთა რჩევით რამდენიმე დევნილმა უკვე მიმართა სათანადო დაწესებულებებს.

ტრამაკიძეებს, 2 მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საჭირო თანხები კი ბერძნენ ექიმთა ჯგუფს აღარ მოეპოვება. მშობლები დახმარებას ხელისუფლებასა და კეთილ ადამიანებს თხოვენ.